რეზონანსი
23.07.2018

 (რეზონანსი) ფოთში, პოლიციელის მიერ დაკავებისას მოკლულ ახალგაზრდა მამაკაცს ტყვია თავის არეში აქვს ნასროლი. „კურიერმა" მოკლული მამაკაცის ფოტო მოიპოვა, რომელიც ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ არის გადაღებული.

კლინიკის ექიმი ამბობს, რომ მიყენებული დაზიანება სიცოცხლისთვის შეუსაბამო იყო. რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მამაკაცს, რომელიც „თიბისი ბანკის" სწრაფი ჩარიცხვის აპარატს ქურდავდა, სამართალდამცველმა ესროლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციელი ქურდობის ფაქტის დროს, დაკავებას შეეცადა, რა დროსაც ჯერჯერობით დაუდგენელი პირი სამართალდამცველს თავს დაესხა და ბლაგვი საგნით თავის არეში ჭრილობა მიაყენა. უწყების ინფორმაციითვე, სწორედ ამის შემდეგ განახორციელა პოლიციელმა გასროლა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×