რეზონანსი
23.07.2018

 (რეზონანსი) საპრეზიდენტო კანდიდატად ბიძინა ივანიშვილის წარდგენას, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერდი, - ამის შესახებ განცხადება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ გააკეთა.

ბესელიას არ დაუკონკრეტებია როდის წარადგენს საპრეზიდენტო კანდადატს „ქართული ოცნება", თუმცა, აღნიშნა, რომ გუნდში მსჯელობა მიმდინარეობს.

"არ ვაგვიანებთ საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებას, არც პრეზიდენტს ველოდებით, ჩვენ ვთათბირობთ და ვფიქრობ, მოკლე დროში, მალე მოხდება ჩვენი პოზიციის გახმოვანება. როცა ამ საკითხზე განმარტებებს ვაკეთებდით, მუდმივად ხაზგასმა ხდებოდა, რომ საერთო პოზიციის შეჯერება ხდება. თუმცა, მოკლე დროში მოხდება ამ გადაწყვეტილების გასაჯაროვება. ეს არ უკავშირდება იმას, პრეზიდენტი რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ვინ იქნება კანდიდატი ამაზე არ დავკონკრეტდები",- განაცხადა ბესელიამ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×