რეზონანსი
23.07.2018

 (რეზონანსი) რუსეთში, პატიმრის წამებაში ბრალდებული, ციხის ექვსი თანამშრომელი დააკავეს.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, დადგენილია ყველა იმ პირის ვინაობა, ვინც მსჯავრდებულ ევგენი მაკაროვის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში მონაწილეობდა.

„ნოვაია გაზეტამ" გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ნაჩვენები იყო პატიმრის წამება. ინციდენტი იაროსლავის კოლონიაში მოხდა. ჩანაწერში ჩანს, რომ ციხის თანამშრომლის ფორმაში ჩაცმული პირები მსჯავრდებულს ხელკეტებით სცემენ და რამდენჯერმე ასხამენ წყალს.

ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა და გამოძიება დაიწყო.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×