რეზონანსი
23.07.2018

 (რეზონანსი) დღეიდან სამტრედიის რაიონში გარევაჭრობა ოფიციალურად აიკრძალა. ადგილობრივი მერიის განცხადებით, ინფორმაცია ამის შესახებ მოსახლეობამ ერთი თვით ადრე მიიღო.

ამასთან, გარემოვაჭრეებს ალტერნატიულ ფართს სამტრედიის მერიის შუამდგომლობით ქალაქში არსებული სავაჭრო ცენტრები გარკვეული შეღავათებით სთავაზობენ.

„მოსახლეობის სამართლიანი მოთხოვნა და ჩვენი სურვილიც არის გარევაჭრობის მოწესრიგება. სამტრედია უნდა იყოს სანიმუშო ქალაქი," - განაცხადა სამტრედიის მერმა ვალერი ფოცხვერიამ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×