გვანცა წულაია
23.07.2018

 ცაგერის რაიონის სოფელ ბარდნალაში, მოსახლეობა მცირე ჰესის „ხელედულა 3"-ის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს. მოსახლეობამ კარვები გაშალა, პროტესტის ნიშნად კი ხუთი ადამიანი მეორე დღეა შიმშილობს. ამ ფორმით ლენტეხის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებმა რეგიონში ტექნიკის შემოყვანა გააპროტესტეს.

ადგილობრივები შიშობენ, რომ ჰესის მშენებლობა ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს, განადგურდება უნიკალური ჯიშის კალმახი და დაზიანდება სახლები, შლამით დაიფარება ხეობა და დაიკარგება სასმელი წყალი.

მოსახლეობა ამბობს, რომ არც ერთ პირობას არ დათანხმდება და კომპანიას ჰესის აშენების უფლებას არ მისცემს. ისინი ცაგერის რაიონიდან ტექნიკის გაყვანასა და ჰესის პროექტის გაუქმებას ითხოვენ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×