რეზონანსი
23.07.2018

 (რეზონანსი) ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ე.წ. მატროსოვის ციხეში ხვალ მეუფეები მოინახულებენ. ამის შესახებ საპატრიარქოს პენიტენციურ სისტემასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა, დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საპყრობილეში შესვლის სურვილი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი) და მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა (ქიტიაშვილი) გამოთქვეს. საუბრის თემა მამა გიორგისთვის უცნობია.

„მეუფე გრიგოლმა და მეუფე ილარიონმა საპყრობილეში შესასვლელად საშვი უკვე აიღეს. ზუსტად შესვლის დრო უცნობია", - განაცხადა მამა გიორგი თევდორაშვილმა „ინტერპრესნიუსთან"

მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში საპატიმროში დეკანოზს ასევე სხვა მეუფეებიც მოინახულებენ, თუმცა დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი მათ დასახელებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×