რეზონანსი
23.07.2018

 (რეზონანსი) პროკურატურამ ფოთში მომხდარ ფაქტზე პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელი ბრალდებულის სახით დააკავა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქმეზე გამოძიება დაწყებულია 333-ე მუხლის 3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით, ან იარაღის გამოყენებით.

ფოთში, ნაზიმ გუზანოვი სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გატეხვას ცდილობდა, რა დროსაც მისი დაკავება პოლიციამ სცადა.

არსებული ინფორმაციით, ნაზომოვი პოლიციას არ დაემორჩილა და სამართალდამცველს ჩაქუჩი ჩაარტყა, რასაც პოლიციელის მხრიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა მოჰყვა. ნაზიმოვი თავის არეში მიყენებული ჭრილობით ზუგდიდის საავადმყოფოში შეყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.

20 წლის ნაზიმ გუძანოვი წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×