რეზონანსი
23.07.2018

 (რეზონანსი) იტალიაში, ქალაქ ბარში მაღაზიიდან ტანსაცმლის მოპარვის მცდელობისას საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

როგორც იტალიური მედია იუწყება, ახალგაზრდა მამაკაცმა ერთ-ერთი მაღაზიიდან ოთხი მაისურის მოპარვა სცადა. საქონლის ღირებულება სულ 250 ევროა.

თვითმხილველების თქმით, ქურდობაში ეჭვმიტანილი მამაკაცი კარაბინერებმა გამვლელების დახმარებით დააკავეს.

მოპარული ტანსაცმელი მაღაზიის მეპატრონეს დაუბრუნეს. ბრალდებული წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×