რეზონანსი
23.07.2018

 (რეზონანსი) პორტუგალიის ქალაქ კოიმბრაშიევროპის სტუნდენტური თამაშები დასრულდა. ტურნირის გამარჯვებული ქართველი ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე გახდა, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს წარმოადგენდა.

იგი ფინალურ ბლოკში პირველი ადგილით გავიდა, ფინალური გაცურვა 40.779 წამში დაასრულა და მისთვის ტრადიციულ 200 მეტრიან დისტანციაზე პირველი ადგილი მოიპოვა.

საგულისხმოა, რომ ზაზა ნადირაძემ უახლოეს მდევარს ერთი წამით, ხოლო ბრინჯაოს მედალოსანს კი სამი წამით გაუსწრო. იგი გახდა პირველი ქართველი სპორტსმენი ინდივიდუალურ სახეობაში რომელმაც ამ ტურნირზე ოქროს მედლის აღება შეძლო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×