(რეზონანსი) რუსი ტურისტი, რომელსაც მყინვარზე მეხი დაეცა, მომხდარის დეტალებს იხსენებს. ამ დროისთვის რუსეთის მოქალაქე სტეფანწმინდის ჰოსპიტალში მკურნალობს.
„7-8 კაცი ვიყავით რუსეთიდან, ავდიოდით მწვერვალზე, ორი უკვე ასული იყო და დანარჩენები ჯერ ქვემოთ ვიყავით, 10 მეტრი მაშორებდა, მაგრამ რა მოხდა არ მახსოვს, როდესაც ჩამომიყვანეს სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე ვიყავი, გავჩერდით 400 მეტრის სიმაღლეზე ბანაკში, არ შემეძლო სიარული და ორგანიზმიც გადაციებული მქონდა. ღამე კარავში დავრჩით, ვერტმფრენი მხოლოდ მეორე დღეს ჩამოფრინდა, ახლა უკეთ ვარ, მაგრამ ფეხზე ვერ ვდგები და წონასწორობის შენარჩუნებაც მიჭირს, ექიმები მეუბნებიან, რომ გამიმართლა, რადგან მეხის დაცემით ადამიანი კვდება", - აცხადებს ტურისტი „კურიერთან".