თამარ შუკვანი
23.07.2018

 ხადას ხეობაში ამერიკელი ოჯახის მკვლელობამ შესაძლოა თუ არა საქართველოს სახელი შელახოს, ამ საკითხთან დაკავშირებით „რეზონანსი" ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს მაია სიდამონიძეს გაესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ აღნიშნული ფაქტი ქვეყნის უსაფრთხოების კუთხით უარყოფით გავლენას მოახდენს.

მან აღნიშნა, რომ ასეთი შემთხვევები ქვეყანაში ისედაც მოხშირებულია და შესაბამისად, აუცილებელია კანონის გამკაცრება.

„უსაფრთხოების მიმართულებით ძალიან ცუდი პრეცენდენტი არის, რადგან ბოლო პერიოდში ასეთი შემთხვევები ქვეყანაში ისედაც მოხშირდა. გასამკაცრებელი არის კონკრეტული ინსტიტუტები, რომლებიც ამაზე ზრუნავენ," - აცხადებს ის.

მისი თქმით, ასეთ კრიმინალური შემთხვევებს შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს და საქმე კვალიფიციურად იქნეს გამოძიებული.

„მინდა აღვნიშნო, რომ რეალურად კრიმინალური შემთხვევის დროს უნდა მოხდეს საქმის კარგად გამოძიება და შესაბამის ზომები მიღებული," - აღნიშნა მან.

მან განაცხადა, რომ მომხდარი ფაქტი ტურიზმზე ნეგატიურად იმოქმედებს და ქვეყნის სახელზე უარყოფით გავლენას იქონიებს. „ასეთ ადგილებში მოგზაურობა ბევრი უცხოელისთვის, ეს იქნება გარკვეულწილად საფრთხის მომცველი. ამიტომ რეალურად ტურიზმისთვის ცუდი შემთხვევაა, რადგან ეს შემდეგ აისახება ქვეყნის იმიჯზე," - განაცხადა მაია სიდამონიძემ.

სამართლებრივად 19 წლის მწყემსს რა მუხლით შეიძლება ბრალი წარედგინოს და რა ვადით, "რეზონანსი" იურიუსტ ქეთი ბექაურს ესაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ დანაშაული უმძიმეს კატეგორიაში გადის და ბრალდებულისთვის უმკაცრესი სასჯელი გატარდება.

„ეს არის უმძიმესი დანაშაული, გაუპატიურება თუ განძრახ მკვლელობა. მითუმეტეს, ბრალდებული არის სრულწლოვანი და ამ შემთხვევაში მასთან მიმართებაში მკაცრი სასჯელი დადგინდება," - აცხადებს ის.

მისი თქმით, აღნიშნული დანაშაული სისხლის სამართლის კოდექსით უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

„ამ შემთხვევაში, სისხლის სამართლის კოდექსი უვადო პატიმრობას ითვალისიწინებს, რადგან ეს არის განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული და ასეთი დანაშაულისთვის, კანონმდებელი ითვალისწინებს უვადო პატიმრობასაც," - განაცხადა ქეთი კობაურმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×