(რეზონანსი) ფოთში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებული პოლიციელი თავს დამნაშავედ არ ცნობს.
როგორც დაკავებულის ადვოკატმა, იოსებ ჯანაშიამ განაცხადა, პოლიციელი უკიდურესი აუცილებლობის შესაბამისად მოქმედებდა და მას კანონი ამის უფლებას აძლევს.
„ჩარიცხვის აპარატის ქურდობის მცდელობისას ახალგაზრდა მამაკაცმა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს თავში ჩაქუჩი ჩაარტყა, რა დროსაც პოლიციელმა უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე იარაღი გამოიყენა", - აღნიშნა ადვოკატმა.
ადვოკატი მიიჩვევს, რომ მუხლი უნდა გადაკვალიფიცირდეს.
დაკავებული პოლიციელი ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში იმყოფება და მკურნალობას აგრძელებს. იგი სამართალდამცავების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
ფოთში, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობის მცდელობისას, მძარცველი ნაზიმ გუძანოვი პოლიციის მხრიდან გასროლის შედეგად დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, ნაზომოვი პოლიციას არ დაემორჩილა და სამართალდამცველს ჩაქუჩი ჩაარტყა, რასაც პოლიციელის მხრიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა მოჰყვა. ნაზიმოვი თავის არეში მიყენებული ჭრილობით ზუგდიდის საავადმყოფოში შეყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.
20 წლის ნაზიმ გუძანოვი წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევია.