რეზონანსი
23.07.2018

 (რეზონანსი) „ქართული ოცნების" კანდიდატს დაასახლებს ბიძინა ივანიშვილი და ის იქნება მისი პირადი მარიონეტი, -ამის შესახებ განცხადება „ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ გააკეთა.

ხოშტარია ამბობს, რომ მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება „ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი, მთავარია დაინიშნოს არჩევნების მეორე ტური, სადაც უკვე ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს რა გზითაც არის შესაძლებელია ბიძინა ივანიშვილის დამარცხება.

„ვინც არ უნდა დაასახელონ, ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ აი ამ ვერტიკალის თავში არის ბიძინა ივანიშვილი და სწორედ მასთან ბრძოლა არის დღეს მნიშვნელოვანი. უნდა გვესმოდეს ჩვენი ამოცანა, რა არის დღეს მნიშვნელოვანი. ოპოზიციის მთავარი ამოცანაა, რომ ის ადამიანები, ვინც უკმაყოფილოები არიან ბიძინა ივანიშვილის მართვით ასეთია ქვეყანაში უმრავლესობა, მაქსიმალურად ოპოზიციამ გამოვიყვანოთ არჩევნებზე და რა თქმა უნდა პირველ რიგში მეორე ტური ჩატარდეს და აქ უკვე გაერთიანდეს მთლიანად ოპოზიცია. ყველას ამოცანა პირველ რიგში უნდა იყოს სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამარცხება", - აცხადებს ელენე ხოშტარია.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×