რეზონანსი
23.07.2018

 პრემიერ მამუკა ბახტაძეს დიდი საკადრო წმენდა აქვს დაგეგმილი. სავარაუდოდ, ის თითქმის, ყველა გუბერნატორს დაემშვიდობება. თანამდებობაზე დანიშვნიდან დღემდე მამუკა ბახტაძე არც ერთ გუბერნატორს არ შეხვედრია.

გუბერნატორების თანამდებობიდან გადაყენების შესახებ ინფორმაციამ ხელისუფლების ოპონენტებთანაც გაჟონა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ინფრასტრუქტურული პროექტების უმეტესობა ან არ ხორცილდება ან შუა გზაზეა მიტოვებული. კახეთის გუბერნატორი ბრალდებებს არ აღიარებს და არც პრემიერის გადაწყვეტილებაზე იცის რამე.

გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე კი, რომლის შესაძლო გადაყენების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება, დღეს სამსახურში საერთოდ არ გამოჩენილა. მედიის შეკითხვებს მხოლოდ მისმა მოადგილემ უპასუხა, რომლისთვისაც უცნობია, რა პრეტენზიები შეიძლება  ჰქონდეს მერაბ ჭანუყვაძესთან პრემიერ ბახტაძეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×