საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი კიდევ ერთხელ ეხმიანება ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის პოზიციას ბათუმში მეჩეთის მშენებლობის შესახებ.
"აი ვისნაირები ებრძვიან პროექტ – “გეორგიას”! დიახ ამოვაძრობ ენას! ყველა ადამიანს, რომელსაც ეროვნული თვითშეგნება, სამშობლოს მიმართ პასუხისმგებლობა არ გააჩნია, ძუკნა ძაღლის ფასი აქვს ჩემთვის! სწორედ ისეთებს, როგორიც მერაბ მეტრეველია!
მისნაირი უხერხემლო, უთავმოყვარეო რენეგატების გამოა, რომ დღეს ლამის ზიზღით გვიყურებს მთელი კავკასია! თან მენტორობას იჩემებენ და ჭკუას გვასწავლიან! საზოგადოებრივი აზრის შექმნას ცდილობენ! როდესაც ერს, სახელმწიფოს უთავმოყვარეოდ თვლიან, მას ყველაფერს კადრებენ და უბედავენ!
აი, ასეთი პოზიციაა ყველაზე დამღუპველი ჩვენთვის! მაშინ ჩვენ გაქრობისთვის ვიქნებით განწირულნი!" – წერს შიხიაშვილი.