რეზონანსი
23.07.2018

25 ივ­ლისს და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში მაქ­სი­მა­ლურ­მა ტემ­პე­რა­ტუ­რამ შე­საძ­ლოა, ზო­გან +40 გრა­დუსს მი­აღ­წი­ოს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას, გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ჰიდ­რო­მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი ცენ­ტრი ავ­რცე­ლებს.

გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 24 ივ­ლისს შე­და­რე­ბით გა­მო­ი­და­რებს და 27 ივ­ლი­სამ­დე ხან­მოკ­ლე წვი­მა და ელ­ჭე­ქი მო­სა­ლოდ­ნე­ლია მხო­ლოდ ზო­გი­ერთ რა­ი­ონ­ში. ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა +31, +36 გრა­დუ­სამ­დე მო­ი­მა­ტებს. 26 ივ­ლისს კი 2 – 3 გრა­დუ­სით და­იკ­ლებს. აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში 25 – 26 ივ­ლისს ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა +32, +37 გრა­დუ­სის ფარ­გლებ­შია მო­სა­ლოდ­ნე­ლი.

დე­და­ქა­ლაქ­ში 24 – 26 ივ­ლისს დღის სა­ა­თებ­ში უმე­ტე­სად უნა­ლე­ქო ამინ­დი იქ­ნე­ბა, ტემ­პე­რა­ტუ­რა +35, +37 გრა­დუ­სამ­დე მო­ი­მა­ტებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×