რეზონანსი
23.07.2018

 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ჭიაურის თემის ხუთ სოფელს მალარიით დაავადების საფრთხე ემუქრება.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სოფლებში ჰერეთისკარში, წითელგორში, ჭიაურსა და თამარიანში სტიქიის შედეგად წარმოქმნილი წყლის ნიადაგში გაწოვა ვერ ხდება, რადგან აღნიშნული ტერიტორია გრუნტის წყლებითაა გაჯერებული. ეს ხელს უწყობს ჭაობიანი ადგილების წარმოქმნას, რაც მალარიის გადამტანი კოღო ანოფელესის გამრავლების კერას წარმოადგენს.

„ეს წყალი დიდხანს არ დაშრება, ისედაც უკვე ვხედავდით მალარიის გადამტან კოღოს და ახლა ტემპერატურის მომატებისთანავე უფრო გამრავლდებიან. გვეშინია, დაკბენენ ბავშვებს და ავად გაგვიხდებიან. არც ჩვენ აღმოვჩნდებით კარგ დღეში. წლების წინაც იყო მალარიის ეპიდემია, საშიშროება ახლაც დიდია“,- განუცხადა პირველ არხს ჰერეთისკარში მცხოვრებმა თამარ ბერიძემ.

მოსახლეობის არგუმენტებს საფუძვლიანს უწოდებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი და ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მუშაობა დაწყებულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×