რეზონანსი
23.07.2018

 ჭიათურის თემურ მაღრაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე, ვეტერან მორაგბეებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს გუნდები "ჭიათურა" და -"სამედიცინო" დაუპირისპირდნენ . შეხვედრა, რომელიც 30 წლის წინ გამართულ საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის ფინალს მიეძღვნა, ფრედ 3:3 დასრულდა 

აღსანიშნავია, რომ საიუბილეო მატჩი სწორედ ამ გუნდების მონაწილეობით გაიმართა. მაშინ შეხვედრა "სამედიცინოს" გამარჯვებით დასრულდა. მატჩში ვეტერანი მორაგბეები, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანაძე იღებდნენ მონაწილეობას სარაგბო მატჩი საქართველოს რაგბის კავშირისა და ჭიათურის მერიის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×