რეზონანსი
23.07.2018

 აჭარაში სამსართულიანი შენობის ნანგრევებში სამი მუშა მოყვა. შემთხვევა ხელვაჩაურში მუსხელიშვილის ქუჩაზე მოხდა. რა გახდა შენობის ჩამონგრევის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. ობიექტის მშენებლობა ოთხი თვის წინ დაიწყო და  სამუშაოები ფაქტობრივად დასრულებული იყო. ტერიტორიაზე კერძო სახლი შენდებოდა.

„მუშებს სამუშაოები უკვე დასრულებული ჰქონდათ და ჩამოდიოდნენ. ჩამოიშალა სამივე სართული. მხოლოდ ერთი მუშა იყო ზემოთ, დანარჩენები ქვემოთ იყვნენ. რა მოხდა არ ვიცი გამოძიება დაადგენს, ასევე ექსპერტიზა ჩატარდება. სამშენებლო სამუშაოები პროექტის მიხედვით მიმდინარეობდა. შეიძლება ცემენტი არ ვარგოდა. ვერ ვამბობთ ვერაფერს. სახლის ბოლო სართულიც აშენებული იყო, მხოლოდ სახურავი იყო გასაკეთებელი“, — განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა მალხაზ მამულაძემ.  

სტაბილურად მძიმეა ერთი დაშავებული მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფება. მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×