რეზონანსი
23.07.2018

 გურჯაანის მუნიციპალიტეტში პოლიცია მეხუთე დღეა ეძებს სოფელ ჩუმლაყში მცხოვრებ 25 წლის მამაკაცს.

ანზორ სეფიაშვილი სახლიდან 19 ივლისს გავიდა და აღარ დაბრუნებულა. ბოლოს ახალგაზრდა გურჯაანში ნახეს და მას შემდეგ მისი კვალი გაუჩინარდა.

ოჯახის წევრები ეჭვობენ, რომ ის შესაძლოა, ერთ-ერთი კომპიუტერული თამაშის მსხვერპლი გამხდარიყო, რამდენადაც ანზორ სეფიაშვილი ბოლო დროს კომპიუტერულ თამაშებს ხშირად თამაშობდა და ახლობლებთან კონტაქტი, ფაქტობრივად, გაწყვიტა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ დრომდე ახალგაზრდის სამძებრო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა მისი ადგილსამყოფელის დადგენა ჯერ ვერ ხერხდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×