რეზონანსი
24.07.2018

 ე.წ. „მატროსოვის ციხეში" ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დღეს დაგეგმილი მეუფეების შესვლა გადაიდო - რა გახდა ამის მიზეზი უცნობია.

მამა გიორგის მონახულებას მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი ილარიონი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი გეგმავდნენ. მსჯავრდებული დეკანოზის ადვოკატი ვარაუდობს, რომ შეხვედრა მიზანმიმართულად ჩაიშალა.

მიხეილ რამიშვილის თქმით, სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ უნდა გარკვეულიყო რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც მამა გიორგი მამალაძის უდანაშაულობას საბოლოოდ დაადასტურებდა.

რამიშვილი შეხვედრის გადადებაში საპატრიარქოსა და ხელისუფლების გარკვეული წარმომადგენლების ჩარევის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

„გარკვეულწილად, შესაძლოა გარკვეული პირების მოთხოვნის თანახმად გადაიდო ეს შეხვედრა. თუ არ აქვს გათავისებული რა არის უდანაშაულო ადამიანისთვის ლოდინი და ამას ვერ ითავსებს ვერცერთი სასულიერო პირი ეს არის კატასტროფა და მიუღებელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×