რეზონანსი
24.07.2018

ათენ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს მი­მარ­თავს და „ცხე­ლი ხა­ზის“ ნო­მერს აქ­ვეყ­ნებს. რო­გორც მი­მარ­თვა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, სა­ელ­ჩო სა­გან­გე­ბო რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბას აგ­რძე­ლებს.

„ქა­ლაქ ათე­ნის გა­რე­უ­ბან­ში გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის გამო, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო აგ­რძე­ლებს სა­გან­გე­ბო რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბას. გუ­შინ­დე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ელ­ჩოს ცხელ ხაზს და­უ­კავ­შირ­და სა­ქარ­თვე­ლოს სამი მო­ქა­ლა­ქე, რო­მელ­თაც გა­ე­წი­ათ შე­სა­ბა­მი­სი დახ­მა­რე­ბა, მათ შო­რის ერთ-ერთი მათ­გა­ნი გვი­ან ღა­მით, უშუ­ა­ლოდ სა­კონ­სუ­ლოს სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ იქნა გა­მოყ­ვა­ნი­ლი ხან­ძრის ზო­ნი­დან. მოგ­მარ­თავთ თხოვ­ნით, გა­აგ­რძე­ლოთ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს­თან კო­მუ­ნი­კა­ცია „ცხე­ლი ხა­ზის“; მეშ­ვე­ო­ბით, ნო­მერ­ზე +306995779793 და კვლავ მოგ­ვა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ფაქ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა­ზეც სა­ქარ­ტვე­ლოს სელ­ჩოს, რო­გორც ყო­ველ­თვის, მყი­სი­ე­რი რე­ა­გი­რე­ბა ექ­ნე­ბა“, - ნათ­ქვა­მია მი­მარ­თვა­ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×