რეზონანსი
24.07.2018

 დავით ჭიჭინაძე "ქრონიკა პლიუსთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ ვიცე-სპიკერ გია ვოლსკის მსგავსად „კომკავშირელი და ცეკა-ს ინსტრუქტორი" არ ყოფილა და „ძველი და ახალი" კომკავშირელები ერთმანეთს ახლა იმიტომ უგებენ.

„მესმის, რომ ადამიანს რაღაც ბრალდება წაუყენო, მაგრამ ვოლსკიმ განაცხადა, რომ მე, თურმე, პარტიის დესტაბილიზაციას ვიწვევ და რადგან „ქართული ოცნება" მმართველი ძალაა, პარტიის დესტაბილიზაციით სახელმწიფოს დესტაბილიზაციას ვიწვევ და ხუთეულმაც ამიტომ მოაწერა ხელი ჩემს გარიცხვას. აქამდე „ტროიკა" და ლონდონიდან ბომბეიმდე გვირაბის გათხრა გამეგო, მაგრამ ამათი ბრალდება იმდროინდელი ბრალდებისგან რით განსვავდება?!

- ვოლსკიმ, ალბათ, ის არ გაპატიათ, ადრე რომ თქვით, დაბერდაო...

- დიახ, დაბერდა. ისიც უთქვამს, ჭიჭინაძის საქციელი დეპუტატის სტატუსს არ შეესაბამებაო. მაგის მსგავსად კომკავშირელი და ცეკა-ს ინსტრუქტორი არ ვყოფილვარ, არც იმ ცხოვრებით მიცხოვრია: არის, უფროსოო!" მე თავისუფალი ადამიანი ვარ და როცა პოლიტიკით დავინტერესდი, უკვე „პერესტროიკა" იყო - ხალხი უსამართლობას აპროტესტებდა, მაგრამ ვოლსკის, ეტყობა, ეს მომენტი გამორჩა! შესაბამისად, ახალგაზრდა და ძველი კომკავშირლები ერთმანეთს ახლა იმიტომ უგებენ - მორჩილების იდეალური ფორმულა აქვთ გამოყვანილი!" - აცხადებს "ქრონიკა პლიუსთან" ინტერვიუში დავით ჭიჭინაძე

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×