რეზონანსი
24.07.2018

 არ არის გამორიცხული, რომ ხორავას ქუჩის მკვლელობის სასამართლო პროცესზე მიხეილ კალანდია დაიკითხოს.

"სავარაუდოდ, დღეს უნდა დაიკითხონ მოწმეები. ვიმედოვნებ, რომ აღნიშნული მოწმეები იქნებიან ინფორმირებული მოწმეები, ანუ ის მოწმეები, რომლებსაც ექნებათ მნიშვნელოვანი ინფორმაცია წარმოდგენილი საქმეებზე. ვგეგმავთ, რომ აღნიშნულ პროცესს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დაესწროს. როგორც მას, ასევე ჩვენც გვექნება კრიტიკული კითხვები მოწმეებთან და მოვითხოვთ, მათგან ამომწურავ ინფორმაციას.

რაც შეეხება მიხეილ კალანდიას დაკითხვას, ის საქმის უმთავრესი მოწმეა წარმოდგენილ საქმეში. შესაბამისად, მისი დაიკითხვის თაობაზე ჩვენი მხრიდან მოთხოვნა პირველივე დღიდან არსებობს. გვსურს, რომ აღნიშნული მოწმე დაიკითხოს, ვინაიდან ის ფლობს ყველაზე მნიშვნელოვან და ღირებულ ინფორმაციას. შესაბისად, ვიმედოვნებთ, რომ კალანდია დღევანდელ პროცესზე მოყვანილი იქნება", - განაცხადა დანაშაულის დაფარვვის ბრალდებითდაკავებულის ადვოკატმა მერაბ მამულაძემ.

რაც შეეხება კონკრეტულად მის დაცვის ქვეშ მყოფს გ.შ-ს, ადვოკატის განცხადებით, ის თავს დამნაშავედ არ ცნობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დაკავებული პირების პროცესი მიმდინარეობს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×