რეზონანსი
24.07.2018

 საგანგებო მდგომარეობა საბერძნეთში - ათენის გარეუბნები ცეცხლის ალშია გახვეული. დაკარგულია საქართველოს ერთი მოქალაქე, მას ქართველი დიპლომატები ეძებენ. სამი ქართველი კი ცეცხლმოდებული ტყიდან გვიან ღამით გამოიყვანეს. საქართველოს საელჩო საბერძნეთში საგანგებო მდგომარეობაში მუშაობას.

ელჩი იოსებ ნანობაშვილი ამბობს, რომ ამ მომენტისთვის არ არის არცერთი დადასტურებული ცნობა საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ან ჰოსპიტალიზაციის შესახებ.

„ვეძებთ ერთ ქალბატონს, რომელსაც ვერ უკავშირდება ოჯახი. სამი შეტყობინება შემოვიდა. სამივე გამოვარიდეთ ხანძრის ზონას და დავაბინავეთ, ამ მომენტისთვის საბედნიეროდ არ გვაქვს არცერთი დადასტურება არც გარდაცვალების და არც ჰოსპიტალიზაციის შესახებ"-ამბობს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთსა და სერბეთში იოსებ ნანობაშვილი.

ათენის გარეუბანში ხანძარი გუშინ გაჩნდა. ძლიერ ცეცხლს 50 ადამიანი ემსხვერპლა და 100-ზე მეტი დაშავდა. დაიწვა ათეულობით საცხოვრებელი სახლი. ცეცხლის ლოკალიზება ვერ ხერხდება. საბერძნეთის ხელისუფლება მოკავშირე ქვეყნებს დახმარებას სთხოვს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×