რეზონანსი
24.07.2018

 (რეზონანსი) თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზიდენტის სიძის მეგობარ თორნიკე კაჭარავას იარაღის უკანონო შეძენა შენახვისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

კაჭარავა თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე 21 ივლისს დააკავეს.

მანამდე თორნიკე კაჭარავა ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს და მოგვიანებით, 15 000-ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

თორნიკე კაჭარავა, პრეზიდენტის სიძის მინდია გოგოჭურისა და მისი ქალიშვილის ანა მარგველაშვილის მეგობარია. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×