რეზონანსი
24.07.2018

 (რეზონანსი) დედაქალაქის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მეტროს სამი წლის განმავლობაში 12 ახალი შემადგენლობა დაემატება.

„დღეს მეტროს 43 შემადგენლობა ემსახურება და ჩვენი მიზანია, მომდევნო სამი წლის განმავლობაში, მეტროს დაემატოს კიდევ 12 შემადგენლობა. ამით ჩვენ შევძლებთ, შევამციროთ გაჩერებებზე მოლოდინის რეჟიმი და მნიშვნელოვნად გავზარდოთ მგზავრების გადაყვანის მაჩვენებელი. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, ავტობუსების განვითარებასთან ერთად, რათა გავაჩინოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის კიდევ უფრო დიდი სტიმული და შევამციროთ კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოხმარება", - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

მერიის ინფორნაციით, მეტროს შემადგენლობების დამატება 2019-2021 წლებში იგეგმება.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×