რეზონანსი
24.07.2018

 (რეზონანსი) თითოეული თქვენგანის დამოკიდებულება ვიცი, რამდენი ყვითელი ავტობუსი გაივლის, გულში რას ფიქრობთ. დამერწმუნეთ, მეც იგივეს ვფიქრობ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, განვითარებული ქვეყნების დედაქალაქებსაც კი უჭირთ ისე მოკლე დროში ჩაანაცვლონ თავიანთი სატრანსპორტო საშუალებები, როგორც ამას თბილისის მერია ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით გააკეთებს.

„თითოეული თქვენგანის დამოკიდებულება ვიცი, რამდენი ყვითელი ავტობუსი გაივლის, გულში რას ფიქრობთ. დამერწმუნეთ, მეც იგივეს ვფიქრობ, მაგრამ ამის აღმოფხვრა ერთ-ორ კვირაში შეუძლებელი იყო. თუმცა გრაფიკი, რომელსაც მერია წარმოგვიდგენს, მართლაც ძალიან ამბიციურია. განვითარებული ქვეყნების დედაქალაქებსაც კი უჭირთ ისე მოკლე დროში ჩაანაცვლონ თავიანთი სატრანსპორტო საშუალებები, რომელსაც თბილისის მერია გააკეთებს ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით", - განაცხადა ბახტაძემ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×