რეზონანსი
24.07.2018

 (რეზონანსი) 2019-2021 წლებში, დედაქალაქში არსებული მიკროავტობუსების რაოდენობა შემცირდება, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ დღეს, სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მიკროავტობუსებმა შესაძლოა, მხოლოდ ისეთ არეალებში იმოძრაონ, სადაც დიდი ავტობუსის მოძრაობა შეუძლებელია.

ირაკლი ხმალაძის განცხადებით, დღეისთვის, დედაქალაქში დაახლოებით, 2 000 მიკროავტობუსი მოძრაობს.

„დღეს დედაქალაქს დაახლოებით, 2 000 ერთეული მიკროავტობუსი ემსახურება. კვლევის საფუძველზე, მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება. მიკროავტობუსები შესაძლებელია, მხოლოდ ისეთ არეალებში დარჩეს, სადაც გაბარიტებიდან გამომდინარე, უფრო დიდი ავტობუსის მოძრაობა შეუძლებელია. ეს იქნება საშუალება მოქალაქეებისთვის, ცენტრალურ სატრანსპორტო ჰაბებს დაუკავშირდნენ", - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×