რეზონანსი
24.07.2018

 (რეზონანსი) 2018 წლის 1-ელი ოქტომბრიდან სავალდებულო გახდება ტაქსების რეგისტრაცია, ხოლო 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან ძალაში შევა რეგულაცია მარჯვენა საჭიანი, ორკარიანი და განსხვავებული ფერის ტაქსის მანქანების შეზღუდვაზე, - ამის შესახებ თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკის დოკუმენტშია აღნიშნული.

ამავე დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული რეგულაციების მიზანი მგზავრთა კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებაა.

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, ვიცე-მერთან, ირაკლი ხმალაძესთან ერთად, საზოგადოებას ახლად შემუშავებული სატრანსპორტო პოლიტიკა წარუდგინა.

მერიის ინფორმაციით, სატრანსპორტო პოლიტიკის მიზანია დედაქალაქის საცობებისგან განტვირთვა და ჰაერის დაბინძურების შემცირება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×