რეზონანსი
24.07.2018

 ქართველი ემიგრანტი ნინი მაისურაძე სოციალურ ქსელში საბერძნეთში ხანძართან დაკავშირებით სტატუსს წერს.

“ჯოჯოხეთი ვნახე საკუთარი თვალით. ცოცხალი ვარ, თუმცა ის რაც გადავიტანე, ვერ აღვწერ. გარბიხარ და მოსდევს ცეცხლი, იწვის სახლები, ხალხი, ცხოველები. მხოლოდ რამდენიმე კადრი მაქვს გადაღებული, რადგან აღარც ტელეფონი მახსოვდა და აღარც არაფერი”, – წერს ნინი მაისურაძე.

საბერძნეთში ტყის ხანძრის შედეგად 60-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 100 დაშავდა. ტყის ხანძარი საბერძნეთში 23 ივლისს გაჩნდა, ათეულობით სახლი დაიწვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×