რეზონანსი
24.07.2018

 "გრიგოლ ვაშაძეს მთელი გულით ვუსურვებ გამარჯვებას და თაკო ჩარკვიანის რა გითხრა - მყივანა პროვინციალიზმისა და კომიკური ამბიციურობის ნაზავი. რაც მთავარია-თვითონ დაიჯერა რომ პერსონაა", - ასეთი შეფასება გააკეთა "ნაციონალური მოძრაობის" აქტიური მხარდამჭერმა მაია ორჯონიკიძემ თაკო ჩარკვიანის პოლიტიკაში გამოჩენასთან და მის მიერ გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.

მაია ორჯონიკიძისთვის განსაკუთრებით კომიკური აღმოჩნდა თაკო ჩარკვიანის დადებითი შეფასება ირაკლი ალასანიას მისამართით. 

შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული ოპოზიციის მოძრაობა "ძალა ერთობაშია" თაკო ჩარკვიანმა გახსნა ქუთაისში. მისი თქმით, მას არანაირი ემოციური გადაწყვეტილება არ მიუღია, გაიაზრა და ისე დადგა ამ გაერთიანების გვერდით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×