რეზონანსი
24.07.2018

 (რეზონანსი) ხადის ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს სახაზინო ადვოკატი ალუდა ბუჩუკური სასჯელაღსრულების ნომერ მე-8 პენიტენსიურ დაწესებულებაში შეხვდა.

როგორც შეხვედის შემდეგ მწყემსის ახალმა ადვოკატმა განაცხადა, კობაური ბრალს არ აღიარებს და არც ერთ ნაწილში თავს დამნაშავედ არ თვლის.

„ამ ეტაპზე თავს ვიკავებ ყოველგვარი ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებისგან, ვიდრე გამოძიებას არ მიაწვდის სრულყოფილ და ამომწურავ ინფორმაციას. თავად მალხაზ კობაური ბრალს არ აღიარებს და არც ერთ ნაწილში თავს დამნაშავედ არ თვლის. უახლოეს დღეებში კვლავ შევხვდები გამომძიებლებთან ერთად," - განაცხადა ალუდა ბუჩუკურმა.

ალუდა ბუჩუკური საქმეში მას შემდეგ ჩაერთო, რაც ადვოკატმა დავით გირგვლიანმა კობაურის დაცვაზე უარი განაცხადა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×