(რეზონანსი) „ქართული ოცნებიდან" გარიცხული დავით ჭიჭინაძე აშშ-ის საელჩოს პოლიტიკურ მდივანი ხვდება.
როგორც ჭიჭინაძემ განაცხადა, შეხვედრა საელჩოს წარმომადგენელთა ინიციატივით იმართება და განსახილველი საკითხები წინასწარ არ იცის, თუმცა, განხილვის მთავარი თემა სავარაუდოდ პარტიიდან მისი გარიცხვა იქნება.
„მოვლენებს ნუ გავუსწრებთ. შევხვდებით და გვეცოდინება რასთან დაკავშირებით იქნება შეხვედრა. ალბათ, მიმდინარე მოვლენებს შეეხება საუბარი. ჩემი გარიცხვის შესახებ ინფორმაციას რა მიწოდება უნდა, ვფიქრობ, ჩემი გარიცხვის შესახებ ალბათ, სხვებმა უფრო მეტი იციან, რადგან ჩემთვის მართლა გაუგებარია არგუმენტები, რასაც ასახელებენ",- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
ამასთან, ჭიჭინაძის განცხადებით, მისი გარიცხვის საკითხის გადახედვის მიზნით, „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოსთვის არ მიუმართავს, თუმცა ამის გაკეთებას არ გამორიცხავს.