(რეზონანსი) საბერძნეთში, ათენის სიახლოვეს, ტყეში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 60-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულია 200-მდე ადამიანი.
ზღვისპირა სოფელ მატიში მდებარე ერთ-ერთ ვილაში, 26 ცხედარი იპოვეს. ეს სოფელი სტიქიის ეპიცენტრში მდებარეობს. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, დაღუპულთა ცხედრები ზღვიდან 15 მეტრში იპოვეს. სავარაუდოდ, ისინი ხანძრისგან გაქცევას ცდილობდნენ და ვერ მოახერხე
ქვეყანაში სიტუაცია უკონტროლოა. საბერძნეთის მიმართ დახმარების მზადყოფნა უკვე გამოთქვა იტალიამ, გერმანიამ, პოლონეთმა და საფრანგეთმა. მეხანძრეები და სახანძრო მანქანები საბერძნეთში ესპანეთმა და კვიპროსმაც გაგზავნეს.
ხანძარი ათენის სიახლოვეს გუშინ გაჩნდა. ქარის გამო, ცეცხლი სწრაფად გავრცელდა. დამწვარია შენობები და ავტომობილები. მაშველები ნავებით და ვერტმფრენებით ახდენენ ხანძრისგან დაზარალებული დასახლებების მოსახლეობის ევაკუაციას.