რეზონანსი
24.07.2018

 (რეზონანსი) შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 20 წლის ბიჭი დააკავა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ნ.ა-მ 22 ივლისს, ვარკეთილში, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 1998 წელს დაბადებულ თ.მ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მისი დაკავება ორი დღის შემდეგ 24 ივლისს მოხდა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სსკ-ს 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×