რეზონანსი
24.07.2018

 (რეზონანსი) თეთნულდზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამთო-მაშველებმა დაღუპული უკრაინელი ტურისტის ცხედრის ამოყვანის ოპერაცია დაასრულეს.

სამძებრო სამაშველო ოპერაციაში სამთო მაშველებთან ერთად ჩართული იყო ვერტმფრენი. ცხედრის გადმოსვენება რთული მეტეოროლოგიური პიორებების გამო გართულდა.

18 ივლისს ტურისტთა რვა კაციანი ჯგუფი, თეთნულდზე, ზღვის დონიდან 4200-მეტრზე იმყოფებოდა, როდესაც ორი ტურისტი ჯგუფს ჩამორჩა და დაიკარგა. ერთი ტურისტის გამოყვანა შეძლეს, თუმცა ამინდის გაუარესების გამო, სამაშველო ოპერაციის გაგრძელება ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×