რეზონანსი
24.07.2018

 (რეზონანსი) საბერძნეთში დაკარგული ორი ქართველიდან ერთ-ერთი იპოვეს, ის უასფრთხო ადგილზე იმყოფება. რაც შეეხედა მეორე დაკარგულს, ამ დრომდე ეძებენ.

„დილის მერე ცხელ ხაზზე დამატებითი შეტყობინება დაზარალებულების შესახებ არ ყოფილა. იმ ორი ადამიანიდან, რომლებსაც ვეძებდით, ერთი განსაკუთრებული რისკის არეალში იყო, პრაქტიკულად ხანძრის ეპიცენტრში. მოვძებნეთ და ეს ქალბატონი არის ოჯახთან ერთად, უსაფრთხოდ. მეორე ადამიანს ვეძებთ, ასევე ველით საბერძნეთის შსს-ს ინფორმაციას გარდაცვლილებისა და ჰოსპიტალიზებულების შესახებ. იმედი გვაქვს, მათ შორის საქართველოს მოქალაქე არ იქნება", - განაცხადა საბერძნეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელმა იოსებ ნანობაშვილმა.

საბერძნეთში, ათენის სიახლოვეს, ტყეში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 60-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულია 200-მდე ადამიანი.

ხანძარი ათენის სიახლოვეს გუშინ გაჩნდა. ქარის გამო, ცეცხლი სწრაფად გავრცელდა. დამწვარია შენობები და ავტომობილები.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×