რეზონანსი
24.07.2018

 (რეზონანსი) მკვლელობა ხორავას ქუჩაზე - თბილისის საქალაქო სასამართლომ მირზა სუბელიანი და მერაბ მორჩაძე კვლავ პატიმრობაში დატოვა.დღევანდელ პროცესზე სასამართლო სუბელიანისა და მორჩაძის მიმართ არსებული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე მსჯელობდა.

პროკურატურა ორივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ვადის გაგრძელებას ითხოვდა. ბრალდების მტკიცებით, ბრალდებულების გათავისუფლების შემთხვევაში, მათი მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობს.

რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, მირზა სუბელიანის უფლებადამცველმა სუბელიანის გათავისუფლების სანაცვლოდ სასამართლოს 5 000 -ლარიანი გირაოს შუამდგომლობით მიმართა. როგორც ადვოკატმა პროცესზე განაცხადა, მირზა სუბელიანის პატიმრობაში დატოვება არის არასამართლიანი და არაადეკვატური.

სასამართლოს 20 000 - ლარიანი გირაოს შუამდგომლობით მიმართა მერაბ მორჩაძის დაცვის მხარემ. ამასთან, ადვოკატის თქმით, მორჩაძეს ჯანმრთელობის მდგომარეობის მხრივ პრობლემები აქვს.

სასამართლომ ადვოკატების მიერ წარდგენილი არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ორივე ბრალდებული - სუბელიანი და მორჩაძე კვლავ წინასწრ პატიმრობაში რჩებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდებით 9 ივნისს დააკავა. რაც შეეხება მერაბ მორჩაძეს, ის მოწმეზე ზემოქმედების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×