რეზონანსი
24.07.2018

 (რეზონანსი) ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ერთ-ერთი წევრი ოთარ კახიძე ამბობს, რომ მიხეილ კალანდია სისხლის სამართლებრივ დევნას უნდა დაექვემდებაროს.

ამ წუთებში სპეციალიზებულ ცენტრში ფსიქოლოგების მიერ მიხეილ კალანდიას გამოკითხვა მიმდინარეობს. გამოკითხვას ესწრებიან საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე და სხვა წევრები. კომისიამ უკვე დაკითხა ა.ს. რომელმაც შენობა მედიასთან გამოჩენის გარეშე დატოვა.

ოთარ კახიძის თქმით, არსებობს 8 მოწმის მტკიცებულება და საკუთრივ მ.კ.-ს აღიარებითი ჩვენება, რომ იგი არის მკვლელობაში თანამონაწილე

„მ.კ. არის ის პირი, რომლის უშუალო ჩართულობითაც დაიწყო საერთოდ ეს კონფლიქტი. ეს არის პირი, რომელმაც შეკრიბა თავისი სამეგობრო, რომლებიც შემდგომ სხვადასხვა დანაშაულში არიან მხილებულები და ეს არის პირი, რომელიც ჩხუბის დაწყებიდან ბოლომდე სარალიძესთან იმყოფებოდა ფარდულში და მასთან უშუალო ფიზიკური კონტაქტი ჰქონდა, იჭერდა და ურტყამდა მას. ამავე დროს ხედავდა როგორ ურტყამდნენ დავით სარალიძეს დანებს. ამიტომ ეს პირი ძალიან მნიშვნელოვანი, ცენტრალური ფიგურაა ამ საქმის, თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა, რომ პირი არ არის ვალდებული მისცეს ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ", - განაცხადა ოთარ კახიძემ.

ამასთან, დღესვე ორი არასრულწლოვნის გამოკითხვა მოხდება, რომელთა ვინაობაც არ სახელდება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×