რეზონანსი
24.07.2018

 (რეზონანსი) ბიძინა ივანიშვილი დღეს პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ პირველი ინტერვიუთი გამოჩნდება. ინტერვიუ „საზოგადოებრივ მაუწყებელზე" გავა, მანამდე კი ვრცელდება გადაცემის პრომო, სადაც ივანიშვილი ყოფილ პრემიერზე გიორგი კვირიკაშვილზე საუბრობს

„საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, „ქართული ოცნების" შემდგომ სიღარიბის ზღვარი გაუარესდა. ორმა ბანკმა გადაჭამა მთელი ქვეყანა. ირღვეოდა ბალანსი სახელმწიფოს ინტერესებსა და ბიზნესის ინტერესებს შორის. არღვევდა მას კვირიკაშვილი თავისი ინტერესებით. მას აღარ შეეძლო მართვა. ორ კაცთან ახერხებდა ის გადაწყვეტილებების შეთანხმებას - ალავიძესთან და ქუმსიშვილთან. მას არ დარჩა არჩევანი. უნდა წასულიყო და წავიდა კიდეც", - ამბობს ივანიშვილი გადაცემის ანონსში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×