რეზონანსი
24.07.2018

 (რეზონანსი) საბერძნეთში დაკარგული საქართველოს მეორე მოქალაქეც იპოვეს. მასთან დაკავშირება გარკვეული დროის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა.

საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ქართველი ამჟამად უსაფრთხოდ, ახლობლებთან იმყოფება.

„გაცნობებთ, რომ საქართველოს მოქალაქე, რომელთანაც ვერ ხერხდებოდა დაკავშირება, საელჩომ მოძებნა და ამჟამად ჩვენი თანამემამულე უსაფრთხოდ, ახლობლებთან ერთად იმყოფება. შესაბამისად, გუშინ საღამოდან ამ მომენტამდე, საელჩოს „ცხელ ხაზზე" შემოსულ ყველა შეტყობინებაზე საელჩოს მხრიდან განხორციელდა შესაბამისი რეაგირება და ამ შეტყობინებებთან დაკავშირებული ყველა ინციდენტი ამოწურულია", - ნათქვამია საბერძნეთში საქართველოს საელჩოს განცხადებაში.

საბერძნეთში, ათენთან ახლოს ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 60-ს გადააჭარბა. დაშავებულთა რაოდენობა კი 200-ს აღწევს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×