რეზონანსი
24.07.2018

 (რეზონანსი) ოკუპირებულ აფხაზეთში გასულ კვირას მკვლელობის ოთხი ფაქტი დარეგისტრირდა. ამის შესახებ ინფორმაციას „იმედი" ავრცელებს.

მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პროკურატურის ინფორმაციით, 21 ივლისს ოკუპირებული სოხუმის რაიონის სოფელ ქვედა კელასურში 46 წლის მამაკაცი მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებული კი 63 წლისაა. მკვლელმა ორლულიანი თოფიდან გასროლით დაცხრილა მსხვერპლის კუთვნილი ავტომანქანა „მერსედესი". მამაკაცს ტყვია სახის არეში მოხვდა და ადგილზე გარდაიცვალა.

მანამდე, 16 ივლისს გულრიფშის რაიონის სოფელ დრანდაში ერთ-ერთ საწარმოზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. დე ფაქტო აფხაზეთის, ე.წ. პროკურატურის ინფორმაციით, უზბეკეთის მოქალაქე ქალბატონს თავდამსხმელებმა ფული მოსთხოვეს, ქალმა თავდამსხმელისთვის იარაღის წართმევა შეძლო და ადგილზე მოკლა ერთ-ერთი, 1977 წელს დაბადებული ტყვარჩელის მკვიდრი. ორმა გაქცევა მოახერხა.

კიდევ ერთი მკვლელობა მოხდა გუდაუთის რაიონის სოფელ ბარმიშში 15 ივლისს. ე.წ. პროკურატურის ინფორმაციით, ძმამ ძმა მოკლა. მკვლელობის მოტივად ძმებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება სახელდება.

14 ივლისს კი ქალმა საკუთარი მეუღლე თავში ბოთლის ჩარტყმით მოკლა. მიზეზად ოჯახური კონფლიქტი სახელდება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×