საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გიორგი კვირიკაშვილს მწვავედ აკრიტიკებს და ამბობს, რომ კვირიკაშვილი ქვეყნის მართვას ვერ ახერხებდა და შესაბამისად, თანამდებობის დატოვება მოუწია.
„კვირიკაშვილი ვერ ახერხებდა მართვას, პარლამენტი ჩახსნილი იყო, მთავრობაშიც მას ჰყავდა მეგობრები და იქაც ვერ ხერხდებოდა პრინციპული საკითხების შეჯერება, ორ კაცთან ალავიძესთან და ქუმსიშვილთან ახერხებდა გადაწყვეიტლებების შეჯერებას, ზოგიერთი დაგვიანებულად შემოდიოდა საზოგადოებაში, გუნდის მზაობა არ შენიშნებოდა. კვირიკაშვილის მართვის ეს მეთოდი იყო მიზეზი, რომ გუნდს დაეტყო დაშლას იწყებდა. სიმკაცრე ირღვეოდა. იყო შემთხვევები როცა ირღვეოდა ბალანსი სდახელმწიფოსა და ბიზნესის ინტერესებს შ0რის და ამას არღვევდა კვირიკაშვილი.
პრემიერს და მინისტრს ვალდებულებები არ უნდა დაავიწყდეს და ბალანსი არ უნდა დაირღვეს. შეკითხვები იყო ძალიან მძიმე, კვირიკაშვილი ცდილობდა და მას ჰქონდა საშუალება და შეეცადა საპირისპიროი აზრის გამოთქმას, მაგრამ ყველამ დაინახა, რომ აღარ ჰქონდა ნდობა არც პარლამენტში და არც მთავრობაში. ეს იყო მისი გადადგომის მიზეზი და არა ის, რომ ერთმა კაცმა ივანიშილმა დაიჩემა. მას არ დარჩა არჩევანი, ის უნდა წასულიყო და წავიდა", - განაცხადა ივანიშვილმა.