რეზონანსი
24.07.2018

 ოპოზიცია ცოტა მეტად მაფასებს, ვიდრე საკუთარი გუნდი, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„საზოგადოებაზე იმავეს ვერ გადავიტან, მაგრამ ოპოზიცია ნამდვილად ობიექტურად მაფასებს, აფასებს ჩემს როლს. ისინი დაჟინებით მაკრიტიკებენ, რამეთუ იციან, რომ მე მაქვს რესურსი, საზოგადოება მენდობა და თუ ჩემი პერსონის დაკნინებით შედეგს მიიღებენ, შეუძლიათ, სიტუაცია ამოაყირავონ, რაზეც ხელი ექავებათ. მათ არავითარი რესურსი არ აქვთ, ელემენტარული ეკონომიკური ანალიზი მაინც გააკეთონ. ამიტომ, ეს ერთკაციანი პარტიები გამოდიან და პირდაპირ მლანძღავენ. შეურაცხყოფას მაყენებენ არა მხოლოდ მე, არამედ ჩემი ოჯახის წევრებს და ძირითადად, ამით არიან დაკავებული“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რატომ რჩება ოპოზიციის ბრალდებების აბსოლუტური უმრავლესობა მმართველი გუნდისგან პასუხგაუცემელი და რა არის მათი დუმილის მიზეზი, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ გუნდის წევრების ნაწილს ალბათ, სურვილიც არ ჰქონდა, ოპოზიციის ბრალდებებზე ეპასუხა, მაგრამ ობიექტურად, მათ რესურსიც ცოტა აქვთ.

"ჩემმა გუნდმა ჩემი დაცვა ვერ მოახერხა. ეს პირადად მეც ვერ მოვახერხე. საერთოდ, ზოგიერთმა მათგანმა, მაგალითად, ნათელაშვილმა რომ შეგაქოს, თავი უნდა მოიკლა კაცმა. მისი გინება საზოგადოებაში შესაძლოა, პოზიტივშიც კი ჯდებოდეს“, – განაცხადა ივანიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×