რეზონანსი
24.07.2018

 ბიძინა ივანიშვილის თქმით, ახალი მინისტრებიდან ის შეხვდა და გაიცნო ქობულია, რაც თავად ქობულიას სურვილი იყო, მაჭავარიანს და ბატიაშვილს კი, საერთოდ არ იცნობს. 

„ეს ნორმალური შემთხვევაა. პრემიერი თავის საქმეს აკეთებს. არ იფიქროთ და საზოგადოებას და ჟურნალისტებს არ გქონდეთ განცდა, რომ ყველა საქმეს მე ვაკეთებ და ყველა გადაწყვეტილებას მე ვიღებ. ღმერთმა დამიფაროს ასეთი მმართველობისგან. უახლოეს წარსულში გვყავდა ასეთი კაცი, რომელიც მსახიობებსაც ირჩევდა, არქიტექტურასაც ის ირჩევდა, რეჟისურასაც ახერხებდა, მუსიკასაც წერდა და საერთოდ ყველაფერს ახერხებდა. ასეთისგან ღმერთმა დაგვიფაროს. მამუკა ბახტაძეს კომპეტენცია ჰყოფნის. ჩემთან გარკვეული კონსულტაციები ჰქონდა, რაც ნორმალურია, მაგრამ მას კომპეტენცია ჰყოფნის და მთავრობა მისი შერჩეულია“, – განაცხადა ივანიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×