
ბიძინა ივანიშვილმა ამბობს, რომ ამ პროცესს პლუსის მეტი არაფერი მოუტანია, ხოლო მინუსი არის ის, რომ მისი კუთვნილი დიდი ფული იხარჯება. ექსპრემიერი მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი საზოგადოების კეთოლდღეობისთვის კეთდება.
„ოპოზიციის ბრალს მდებს, რომ რკინიგზა გადავკეტეთ, დენი გამოვრთეთ, საცობები კეთდება, რომ ამოითხარა და აღარ აღდგება ეკოლოგია და გავანადგურე მწვანე ბუნება... რეალურად, პლუსის მეტი რასაც ვაკეთებ, ერთადერთი მინუსი არის ის, რომ რაც კეთდება დიდი ფული იხარჯება და ეს რომ იყოს სახელმწიფოსი და ან პირადი ფული ვიღაცამ შეიძება თქვას, რომ ჩიტი ბრდღვნად არ ღირს, მაგრამ ამ ახირებაში რა იმალება? დიდი ფული იხარჯება პირადი მხოლოდ იმიტომ, რომ საზოგადოებაში და საქართველოში რჩება. მოსახლეობა 10-12 მილიონი ლარი მიიღო ხეების კომპენსაციად. გაგაცინებთ ახლა და ისე მიეჩვივნენ, რომ ივანიშვილი მაინც გადაიხდის, ნაკვეთი თუ ღირს 10 დოლარი, მე გატარებაში ვიხდი ამ ფულს, ზოგჯერ მეტსაც ვიხდი, ეს ფული რჩება მოსახლეობაში, რკინიგზასაც დიდი ფული აქვს მიღებული, რომ ჩახსნას და გადაიტანოს. შემოვიდა სპეციალური მანქანა, რომელიც დარჩება საქართველოში, რომელიც მძიმე ტვირთებს გადაიტანს, ბიუჯეტში შევიდა 14 მილიოონი ლარი ამ პროცესიდან, ერთადერთ მინუსი არის, რომ გარკვეულ დროს 5-10-წუთიანი საცობები შეიქმნა. მეტი არ გაფუჭებულა, მით უმეტეს ეკოლოგიას არაფერი შეხებია“, - განაცხადა ივანიშვილმა.