რეზონანსი
24.07.2018

 პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, გადაცემაში "აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" გრანდიოზულ პროექტებზეც ისაუბრა, რაშიც უამრავ ფულს ხარჯავს:

"ერთმა ცნობილმა და საპატივსაცემო ქალბატონმა მკითხა, რად გინდა სასტუმროებს რომ აშენებ, ფული გაკლიაო. რა თავში ვიხლი, მხოლოდ საერთო საქმისთვის ვაკეთებ. ეს არის უპრეცენდენტო სამსაფეხურიანი სასტუმრო. 4 წუთი უნდა საბაგიროთი ცენტრიდან, რომლითაც ადიხარ და შეგიძლია გოლფი ითამაშო. მესამე საფეხურია თაბორის მთა, სადაც სასტუმროც გაკეთდება, გოლფის მოედანიც. 

უცხოელი ბიზნესმენები აღფრთოვანებულები არიან. ეს ბიძგს მისცემს ტურიზმის და სხვა მიმართულების განვითარებას ქვეყანას. მე ვაკეთებ ისეთ პროექტს, რომელიც ძვირი ჯდება და რომლის გაკეთებაც შეიძლება ყველამ ვერ მოახერხოს. 

ასევე მინდა ვთქვა პანორამაზე. ეს იქნება სამი ცენტრი. შუაში გაკეთდება დიდი საკონფერენციო სივრცე", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×