ბიძინა ივანიშვილის თქმით, ის ჭარბვალიანობის პრობლემას ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ძალიან ხშირად ახსენებდა.
„ეს იყო ძირითადი საკითხი, რაშიც შეიძლება ვთქვათ, რომ მე ყოფილ პრემიერ-მინისტრს ხშირად ვახსენებდი, რომ ორმა ბანკმა გადაჭამა მთელი ქვეყანა. ხალხი ბანკის ვალებიდან ვეღარ ამოდის და ეს არის არანორმალური“, – განაცხადა ივანიშვილმა.
ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საბანკო ინსტიტუტი ძალიან მნიშვნელოვანია და მას მაქსიმალური მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს.
„ამ ფონზე, რომ ჩვენი ორი ბანკი – „საქართველოს ბანკი“ და „თიბისი ბანკი“ მსოფლიოში პირველ ადგილზე არიან რენტაბელობის მხრივ, საამაყოც შეიძლება იყოს ეს, მაგრამ ამავდროულად, საქართველოს . ეს ორი კომპონენტი ერთად არის შეუთავსებადი", - აღნიშნა ივანიშვილმა.