რეზონანსი
24.07.2018

 ივანიშვილმა გადაცემაში ,,აქტუალური თემა“ ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე ისაუბრა.

„საკმაოდ რთლი და დაძაბული საგარეო მდგომარეობაა მსოფლიოში, არ შევეცდები საჯარო ანალიზს, მაგრამ მემგონი ვიცი კიდეც რაც ხდება პროცესები. ძალიან რთულია ურთიერთობები დიდ სახელმწიფოებს შორის. რაც ხდება სირიაში იცით, ირანი მოგეხსენებათ, არ შევეცდები ანალიზს, ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად და მობილიზებული, რომ რამე ახალ ავანტიურას არ დავექვემდებაროთ და რამე პროვოკაციას არ წამოვეგოთ, იმ ფონზე, როცა მიდის გლობალური მოლაპარაკებები. საჭიროა მოვახერხოთ და ჩვენ საკუთარი მდგომარეობაც გავაუმჯობესოთ, ამას სჭირდება პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, მგონი ნებისმიერ გამოწვევებს ღირსეულად დავუდგებით, თუ ასეთი მობილიზებული ვიქნებით“ - განაცხადა ივანიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×